საყოველთაო ვაქცინაცია იწყება - "ფაიზერის" ვაქცინა უკვე საქართველოშია
საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია იწყება. ამერიკულ-გერმანული წარმოების "ფაიზერის" ვაქცინა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"ფაიზერით" იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.
"ფაიზერით" იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: "ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური", "კავკასიის მედიცინის ცენტრი", "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა", "ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი", ბათუმში "რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო", ქუთაისში "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" და გორში "გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი".
"ფაიზერის" ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე "ფაიზერითა" და "ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით "სინოფარმით" და "სინოვაკით" იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.
"ფაიზერით" ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3.