loader

ბიზნესმენმა, რომელიც ვერტმფრენით შავი ზღვის სანაპიროზე მოფრინდა, დამსვენებლების კარვები დაშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიზნესმენმა, რომელიც ვერტმფრენით შავი ზღვის სანაპიროზე მოფრინდა, დამსვენებლების კარვები დაშალა

ოდესასთან ახლოს ვერტმფრენის დაჯდომის მომენტში ჰაერის ნაკადმა ქემფინგი წაიღო. შესაბამის
ვიდეოს ტელეგრამ-არხი Perepichka News-ი ავრცელებს.

"ოდესასთან ახლოს მყოფი ქემფინგი ვერტმფრენის დაჯდომის დროს ქარმა წაიღო. ჰაერის ნაკადების
გამო კარვები მიწასთან გასწორდა, კარვის ერთ-ერთმა დამჭერმა კი გახია ბადე და კინაღამ ქალი და
ბავშვი დააზიანა" - ნათქვამია შეტყობინებაში.

არხის ინფორმაციით, ვერტმფრენი ოდესელ ბიზნესმენს ეკუთვნის, რომელიც კურორტზე ასე
დაფრინავს.