“რა გახდა ერთი საიტის პროგრამული უზრუნველყოფა“ - თამარ გაბუნიას პასუხი მოქალაქეებს, ვიც pfizer -ის ვაქცინა ვერ დაჯავშნა
ჯანდაცვის სამინისტროშიც იგივე შეკითხვა გვაქვს, ტექნიკურად რატომ ვერ მოხდა საიტის გამართვა მაშინ, როდესაც ბევრი ჯგუფია ჩართული ტექნიკურ უზრუნველყოფაში - შეიძლება გარკვეული ჯგუფების ინტერესებში იყოს ეს ამბავი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, პრობლემა დგას და ტექნიკური გაუმართაობაა თუ ხელოვნურად შექმნილი მიზეზი, ამას შესაბამისი პასუხები გაეცემა.