loader

ლუბა გოლოვინას ლიცენზიის მოპოვება ოლიმპიურ კომიტეტში მიულოცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლუბა გოლოვინას ლიცენზიის მოპოვება ოლიმპიურ კომიტეტში მიულოცეს

ბატუტზე მხტომელ ლუბა გოლოვინას 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მიულოცეს.

შეხვედრას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, კომიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები, გოლოვინას მწვრთნელები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

ცერემონიის ფარგლებში 21 წლის სპორტსმენმა ოლიმპიადის ლიცენზიანტთა სიმბოლურ დაფაზე ხელმოწერაც დატოვა და 11-ე ლიცენზიის მფლობელად გაფორმდა.

როგორც გოლოვინამ აღნიშნა, ლონდონში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე გამოსვლა და 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვედრა საკმაოდ გაუჭირდა, რადგან ტრავმის გამო თვეზე მეტ ხანს სრული დატვირთვით არ უვარჯიშია.

მისი თქმით ლიცენზიის მოპოვება ერთგვარი სიურპრიზი იყო, ეცდება, შანსი მაქსიმალურად გამოიყენოს და ოლიმპიური თამაშებიდან მედლით დაბრუნდეს.
ლუბა გოლოვინასთვის ლონდონის ოლიმპიადა რიგით მეორე იქნება. პირველად ის 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე გამოვიდა და მეექვსე ადგილი დაიკავა.