loader

არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები კახა კუჭავას მიმართავენ, ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებები დაგმოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები კახა კუჭავას მიმართავენ, ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებები დაგმოს

არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები განცხადებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, რომლის მიხედვით ითხოვენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებები დაგმოს. არასამთავრობო სექტორს სურდა, რომ აღნიშნული განცხადება უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოში გაეცნო დეპუტატებისა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის, თუმცა შენობაში შესვლის უფლება მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. ამის შემდეგ კი განცხადება პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ანა ნაცვლიშვილმა დასარეგისტრირებლად შეიტანეს.

განცხადებაში საუბარია, რომ 2021 წლის 18 ივლისის სხდომაზე პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ გამოიყენეს ფიზიკური ძალა ქალი პარლამენტარების, თინათინ ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილის მიმართ. არასამთავრობო სექტორი ფაქტის მიმართ კახა კუჭავასგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

განცხადებას ხელს აწერენ: „ქალთა მოძრაობა“; „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო“; „ქალები საქართველოდან“; კავშირი „საფარი“; „ქალთა ფონდი საქართველოში“; ფონდი „ტასო“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“; „სამართლიანი არჩევნები (ISFED)“; „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)“; „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF); „თბილისი პრაიდი“; „თანასწორობის ცენტრი“; „სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრი“; კავშირი „ფრეია“; „ახალგაზრდა ფემინისტები“; We 4 education; „ფემინა“; „პროგრესის ცენტრი“; „წითელი ხაზები“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; პოლიტიკური მოძრაობა „დროა“; „რესპუბლიკური პარტია“; პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის"; პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“; „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; პარტია „სამართლიანობისთვის“; პარტია „საქართველოსთვის“.