გიორგი გუგავა: "ქართული ტელევიზიები მიშავიზიებად და ბიძინავიზიებად დაიყვნენ"
"ლეიბორისტები" ტელეკომპანია "კავკასიას" და "მაესტროს" ბიძინა ივანიშვილის ლობირებაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა.
გუგავას თქმით, ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ქართული ტელევიზიები დაიყვნენ მიშავიზიებად და ბიძინავიზიებად.
"ოლიგარქ ივანიშვილის ფულებმა ტელეკომპანია "კავკასია" გადააქცია ჭორვილავიზიად. იგი არა მხოლოდ სარეკლამო, არამედ სატელევიზიო დროითაც სრულად მიეყიდა ნარიყალას ბატონს, აღარაფერს ვამბობთ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრის" წამყვანებზე, რომლებმაც ივანიშვილის დასტა-დასტა დოლარების გამო, ფოთის პოლიცმაისტერივით ლამისაა ჩაიხადონ და ისე ემსახურონ ფულის ტომარას. მივმართავთ ამ სუბიექტებს, სტუდიები გადაიტანონ პირდაპირ ნარიყალას შუშის სასახლეში, სადაც უფრო კომფორტულადაც იქნებიან და ჩვენი ლანძღვის სანაცვლოდ, ოლიგარქისგან პრემიებსაც იქვე მიიღებენ", - განაცხადა გიორგი გუგავამ.
ლეიბორისტების ბრალდებებს კავკასიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჯანგირაშვილმა უპასუხა.