კიდევ ერთი სახიფათო ახალი შტამი, რომელმაც ბოლო პერიოდში მედიკოსების ყურადღება მიიპყრო
მსოფლიო 2020 წლის 11 მარტიდან კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ამ დროის განმავლობაში ვირუსმა არაერთი მუტაცია განიცადა. დღეს უკვე არსებობს ვირუსის სხვადასხვა შტამეი. ამ დროისთვის უკვე დადასტურებული კვლევებით, ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ვარიანტად "დელტა" შტამი სახელდება, თუმცა ბოლო პერიოდში მედიკოსების ყურადღება მიიპყრო კოვიდ-19-ის კიდევ ერთმა, "ლამბდა" შტამმა.
აღნიშნული ვარიანტი, უმეტესწილად, გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. განსაკუთრებით ბევრია შემთხვევები პერუში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ვარიანტი ჯერ კიდევ შარშან აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას "საყურადღებო შტამი“ უწოდა.