loader

"ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია, გაიყვანეთ და არ შემოუშვათ" - მეუფე სტეფანემ ტაძრიდან ყოფილი თანამშრომელი გააძევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია, გაიყვანეთ და არ შემოუშვათ" - მეუფე სტეფანემ ტაძრიდან ყოფილი თანამშრომელი გააძევა

სოციალურ ქსელში ჭყონდიდის ეპარქიაში, ტაძარში გადაღებული კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, თუ როგორ უპირისპირდება მრევლიდან ერთ-ერთი ქალი მეუფე სტეფანეს. ეს უკანასკნელი კი იქვე მყოფ მამაოს ეუბნება, რომ ქალი ტაძრიდან გაიყვანონ.

"თქვენი სათქმელი ქუჩაში... გაიყვანეთ, გაიყვანეთ, მამაო. ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია და არ შემოუშვათ“, - თქვა მეუფე სტეფანემ, რის შემდეგაც ქალს ხელი მოჰკიდეს და გარეთ გაიყვანეს.

კამათი ეზოშიც გაგრძელდა.

"შენს ქადაგებას არ უნდა უსმინოს ხალხმა", - მიმართა მეუფეს ქალმა.

როგორც ირკვევა, ქალი, რომელიც მეუფე სტეფანეს დაუპირისპირდა, მარტვილის ეპარქიის ყოფილი თანამშრომელია.

ვიდეო: თაიმერი