loader

"ეს ისტორიაა, ჩემო მეგობარო!" - ოლიმპიადის ისტორიაში უიშვიათესი მოვლენა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ისტორიაა, ჩემო მეგობარო!" - ოლიმპიადის ისტორიაში უიშვიათესი მოვლენა მოხდა

ტოკიოს ოლიმპიადაზე, სიმაღლეზე ხტომის ფინალში, უჩვეულო რამ მოხდა - ორივე ფინალისტს ოქროს მედალი გადასცეს.

ამბავი კი ასეთი იყო - სიმაღლეზე ხტომის ფინალში იტალიის წარმომადგენელი ჯანმარკო ტამბერი და ყატარელი მუთაზ ბარშიმი გავიდნენ. მათ შეჯიბრებაში თანაბარი შედეგი ჰქონდათ, რის გამოც დამატებით დროში უნდა გარკვეულიყო გამარჯვებული, თუმცა სპორტსმენებმა სიტუაციის განსხვავებულად მოგვარების გადაწყვეტილება მიიღეს.

ისინი შეთანხმდნენ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალს "გაინაწილებდნენ".

"რას იტყვით ორ ოქროზე?“ - მიმართა ბარშიმმა მსაჯს, რომელმაც უთხრა, რომ თუკი ამგვარ გადაწყვეტილებაზე ორივე სპორტსმენი თანახმა იყო, მაშინ ორივე მათგანს ოქროს მედალს მისცემდნენ.

იტალიელი ჯანმარკო ტამბერი მეტოქეს მაშინვე დათანხმდა, რის შემდეგაც ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ოლიმპიური ოქრო მიულოცეს.

მედიის ინფორმაციით, ტამბერი და ბარშიმი 2017 წლიდან ახლო მეგობრები არიან.

"მე ვიცი და ფაქტია, რომ ჩემი გამოსვლისთვის ოქროს მედალს ვიმსახურებ. ასევე, ისიც (ტამბერი) არაჩვეულებრივად გამოვიდა და ვიცი, რომ ისიც იმსახურებს ოქროს მედალს. რაც მოხდა, სპორტის მიღმაა, ამაღელვებელია და ეს არის გზავნილი ჩვენგან, რომელიც გვინდა სპორტსმენთა მომავალ თაობას გავუგზავნოთ“ - თქვა ბარშიმმა.

ჯანმარკო ტამბერი კი ამბობს, რომ ოქროს მედლის მეგობართან გაზიარება მისთვის კიდევ უფრო დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდა. "ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ მსგავსი რა მოხდა, ეს შესანიშნავი და რაღაც ჯადოსნურია“, - თქვა სპორტსმენმა.