"დამემართა იშვიათი დაავადება, რომლის დადგენა და დიაგნოსტიკა ძალიან ძნელი აღმოჩნდა" - ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს
პარტია "ერის" ლიდერი ლევან ვასაძე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. ვასაძის თქმით, მას დაუდგინდა იშვიათი დაავადება, AL ტიპის ამილოიდოზი, რომლის მკურნალობის პირველი ეტაპიც ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებას გულისხმობს.
"დამემართა იშვიათი დაავადება, რომლის დადგენაც და დიაგნოსტიკაც ძალიან ძნელი აღმოჩნდა. გამოვიცვალე ხუთი საავადმყოფო, ორი - თურქეთში, სამი - მოსკოვში, სანამ არ მივედი იმ დიაგნოზამდე, რომელსაც დღეს დავასახელებ და კიდევ ველოდები ერთ დიაგნოზს.
ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი. ის ჩნდება ძვლის ტვინში და იწვევს ტოქსიკური ცილების გამოყოფას, რომლებიც ილექება სხვადასხვა ორგანოში და არის სიცოცხლისათვის სახიფათო.
მე ამჟამად დაზიანებული მაქვს მხოლოდ გული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი დაავადება მსოფლიოში. ამ ტიპის, შეძენილი ამილოიდოზი ემართება ერთ მილიონ ადამიანში ორ კაცს. ჩემს შემთხვევაში ის არ არის გენეტიკური, რაც ჩემთვის, როგორც მრავალშვილიანი მამისთვის, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ის არ გადავა ჩემს შთამომავლობაზე.
თუ ამ დაავადებას არ უმკურნალებ, ის სისტემურია და გავრცელდება სხვა ორგანოებზეც. მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას რამდენიმე თვის განმავლობაში.
გასულ კვირას უკვე ჩამიტარდა პირველი სეანსი ქიმიოთერაპიისა. აწი ყოველკვირა მე მექნება ქიმიოთერაპია, რომელიც მიმართულია ძვლის ტვინში ამ დაავადებასთან ბრძოლაზე", - ამბობს ლევან ვასაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ლევან ვასაძე გამოკვლევების ჩასატარებლად ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ რუსეთში წავიდა და ამ დროის განმავლობაში ექიმები ვერ ადგენდნენ, თუ რა დაავადებასთან ჰქონდათ საქმე.