“ჩვენ, ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას, მინდა ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იმედისთვის თავდადება იყო“ - პრეზიდენტი
ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას. მინდა ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იმედისთვის თავდადება იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
მან მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ 8 აგვისტო არა გლოვის, არამედ იმედის დღე უნდა იყოს.