loader

ქალს, რომელმაც სალონში თანხა ვერ გადაიხადა, დაგრძელებული წამწამები დააჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალს, რომელმაც სალონში თანხა ვერ გადაიხადა, დაგრძელებული წამწამები დააჭრეს

ირლანდიაში სილამაზის სალონის თანამშრომელმა მომხმარებელს დაგრძელებული წამწამები დააჭრა მას შემდეგ, რაც ქალმა საბანკო ბარათით წამწამების დაგრძელების მომსახურების გადახდა ვერ შეძლო. TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში სილამაზის სალონის თანამშრომელი უცნობ ქალს მაკრატლით ბუნებრივ წამწამებთან ერთად დაგრძელებულ წამწამებსაც აჭრის.

„როდესაც გადახდის დროა, საბანკო ოპერაცია კი არ დასტურდება“, - აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში.