loader

მძიმე კადრები - თბილისში, ფერდობზე მდებარე კორპუსის მიწა ჩამოიშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები - თბილისში, ფერდობზე მდებარე კორპუსის მიწა ჩამოიშალა


“მიწის ჩამოშლის კადრები ცოტა ხნის წინ გადავიღეთ“
დღეს ოთარ ლორთიფანიძის 28 ნომერში მშენებარე კორპუსის უკან ჩამოინგრა მთლიანი ფერდი, გაფუჭდა ბუნებრივი აირის მილები და წყალგაყვანილობის სისტემა. ამ ეტაპზე ფერდის რღვევა კვლავ მიმდინარეობს და მოსახლეობა სახლებს ტოვებს. ამ პრობლემის შესახებ ადგილობრივ მაცხოვრებლებს არაერთხელ მიუმართავთ თბილისის მერიისათვის, თუმცა პასუხი ის იყო, რომ ხარვეზები არ არსებობდა, თუმცა დღეს კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომ ეს ასე არაა. საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო პოლიცია.“ - წერს “ჩემი ქალაქი მკლავს“ და ვიდეოს ავრცელებს.