ქალი, რომელსაც ფარანჯა არ ეკეთა, თალიბებმა თანასოფლელების თვალწინ დახვრიტეს
ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში, თახარის პროვინციაში, "თალიბანის" მებრძოლებმა შუა ქუჩაში ქალი დაცხრილეს, რომელმაც შარიათის კანონები დაარღვია. "ის იყო თავსაბურავის გარეშე", - წერს Fox News-ი.
ინციდენტი 17 აგვისტოს მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა გარდაცვლილი ქალის სურათიც, რომელიც სისხლის გუბეში წევს, ახლოს კი მისი მშობლები და სოფლის მოსახლეობაა.
გამოცემის მიხედვით, ქალი იმის გამო მოკლეს, რომ ქუჩაში ფარანჯის გარეშე გამოვიდა.
ასევე, ადგილობრივების თქმით, თალიბები პროვინციაში გადაადგილდებიან და იმ ადამიანებს ეძებენ, რომლებიც აშშ-ის ჯარისკაცებს ეხმარებოდნენ.