ისრაელში კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზით აცრის საშუალება 30 წლის ზემოთ პირებს მიეცემათ
ისრაელმა იმ პირების ასაკობრივი ზღვარი, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის საშუალება მიეცემათ, 40-დან 30 წლამდე შეამცირა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება "ფაიზერ/ბიონტექის" ვაქცინის მესამე დოზით 30 წლის ზემოთ ასაკის პირების აცრის შესახებ მრჩეველი ექსპერტების, ეპიდემიოლოგთა სამუშაო ჯგუფისა და ვაქცინების კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების საშუალება იმ პირებს აქვთ, რომლებმაც ვაქცინის მეორე დოზა მინიმუმ 5 თვის წინ გაიკეთეს.
ისრაელმა 60 წელს ზემოთ პირების მესამე დოზით აცრა 30 ივლისს დაიწყო.