loader

"ჯერ სად ვართ... ღარიბაშვილი თავად არის მოძალადე და არჩევნებზე მხოლოდ ამ მოძალადეების იმედი აქვს" - ინგა გრიგოლია ვახო სანაიას განაჩენზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯერ სად ვართ... ღარიბაშვილი თავად არის მოძალადე და არჩევნებზე მხოლოდ ამ მოძალადეების იმედი აქვს" - ინგა გრიგოლია ვახო სანაიას განაჩენზე

"დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უთხრა მოძალადეებს, სადაც დაინახავთ ჟურნალისტებს, დაესხით თავს, მოკალით ცემაში, მაგრამ თქვენი თავისუფლება გარანტირებულია", - ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ ვახო სანაიას საქმის განაჩენზე საუბრისას განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი, დამნაშავედ ცნო და მათ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო: "ფორმულა"