საზარელი ავარიის ფოტოკადრი სართიჭალიდან - სატვირთოსა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც
საზარელი ავარია სართიჭალაში - ერთმანეთს ტრაილერი და "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.
ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული, რომელიც დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევს.
რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წყარო: "რუსთავი 2"