loader

მძიმე კადრები - აშშ-ში ქარიშხალ "იდას" შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები - აშშ-ში ქარიშხალ "იდას" შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

აშშ-ის ოთხ შტატში ქარიშხალ "იდას" შედეგად გამოწვეულმა ძლიერმა წყალდიდობამ მინიმუმ 44 ადამიანი იმსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიასა და კონექტიკუტში წყალმა ქუჩები, სახლები, მეტროპოლიტენის ხაზები დატბორა, ავტომობილები წაიღო და ავიაკომპანიები აიძულა, რეისები გადაედოთ.

ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კლიმატის კრიზისის დასაძლევად "ისტორიული ინვესტიციაა" საჭირო.

მისი თქმით, უპრეცედენტო წყალდიდობა, ისევე, როგორც ქარიშხალი "იდა" და ტყის ხანძრები, კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ კლიმატის კრიზისის უკიდურესი შტორმები აქვეა. პრეზიდენტი დღეს ლუიზიანას ეწვევა, რათა შეაფასოს, რა კეთდება შტატის დასახმარებლად.