loader

პრეზიდენტი დაპატიმრებულია, ამბოხებული სამხედროები ქვეყნის დიდ ნაწილს აკონტროლებენ - რა ხდება გვინეაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტი დაპატიმრებულია, ამბოხებული სამხედროები ქვეყნის დიდ ნაწილს აკონტროლებენ - რა ხდება გვინეაში?

გვინეის დედაქალაქ კონაკრიში რამდენიმე საათის წინ ისმოდა სროლებისა და აფეთქებების ხმები. ქალაქში ჯავშანტექნიკა გადაადგილდებოდა. 

სროლები იყო, ასევე, საპრეზიდენტო სასახლესთან. თავად ქვენის პრეს-სამსახურს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ზოგიერთი ჟურნალისტის თქმით, შესაძლოა, საქმე გვაქვს ქვეყნის სამხედრო გადატრიალებასთან. ეს ინფორმაცია არსად დასტურდებოდა, თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ პრეზიდენტი მეამბოხეებმა დააპატიმრეს.