კოვიდით გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის შესახებ ციციშვილის კლინიკის დირექტორი განცხადებას ავრცელებს
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა, მძიმე იყო და მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
"პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები - ჰიდროცეფალია, სეფსისი, ასევე იყო ჭარბწონიანი, დაახლოებით 120 კილომდე იწონიდა პაციენტი. მისი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. იმყოფებოდა ჟანგბადის მიწოდებაზე, ჰქონდა დაბალი სატურაცია. მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაფიქსირდა გულის გაჩერება", - აღნიშნა დავით რეხვიაშვილმა.