მძიმე კადრები - ვარკეთილში, GWP-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა
ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი GWP-ის ახლოს ბალახს გაუჩნდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.