loader

გაეროს ელჩი ავღანეთის ახალ შს მინისტრს შეხვდა, რომელიც აშშ-ის ძებნილთა სიაშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაეროს ელჩი ავღანეთის ახალ შს მინისტრს შეხვდა, რომელიც აშშ-ის ძებნილთა სიაშია

ავღანეთში გაეროს ელჩი დებორა ლიონსი ქვეყნის შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს სირაჯუდინ ჰაკანის შეხვდა, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ძებნილთა სიაშია შეყვანილი.

„თალიბანის“ პრესსპიკერის, სუჰაილ შაჰინის განცხადებით, ელჩმა და მინისტრმა შეხვედრაზე ჰუმანიტარული დახმარების საკითხი განიხილეს.

„ჰაკანიმ ხაზი გაუსვა, რომ გაეროს პერსონალს შეუძლია შეასრულოს თავისი სამუშაო ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და მიაწოდოს ავღანელ ხალხს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება,” - აღნიშნა პრესსპიკერმა.