loader

"ეს ისროლე სახლში, მგიდაზე ხელი ბავშვებს დაურტყი" - დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ისროლე სახლში, მგიდაზე ხელი ბავშვებს დაურტყი" - დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

ბათუმის საკრებულოში გუშინ სხდომაზე ხმაურით იყო. ოპოზიციური პარტიების წევრებს მმართველ გუნდთან შეკითხვები ჰქონდათ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით. "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, გოგოლის ქუჩაზე გაურკვეველი მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ლობირებს. მისივე განცხადებით, უკანონო მშენებლობა ბათუმის მერიამ არაერთხელ დააჯარიმა, თუმცა მაინც გრძელდება.

ამ განცხადებებს "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს და განაცხადეს, რომ ადგილზე სამართალდამცავები და მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებოდნენ. მათივე განცხადებით, საქმე სასამართლოშია გადაცემული.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირების კიდევ ერთი საგანი გახდა ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერები.

ვიდეო: "ტვ 25".