მოზრდილი მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა იყოს ვაქცინირებული, იმისთვის რომ საქართველოში კორონავირუსის მე-5 ტალღა არ დაიწყოს? - თამარ გაბუნიას განმარტება
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღა იყოს თავიდან აცილებული, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 80% უნდა აიცრას. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, თუ არსებული ტემპი შენარჩუნდება, ქვეყანაში ოქტომბრის ბოლომდე ვაქცინაციის მაჩვენებელი 40-45%-ს მიუახლოვდება.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, თუ არსებული ტემპი შენარჩუნდება, ქვეყანაში ოქტომბრის ბოლომდე ვაქცინაციის მაჩვენებელი 40-45%-ს მიუახლოვდება.