“ჩვენ შეგვიძლია შევარიგოთ ეს ხალხი“ - გიორგი ვაშაძე ევროკავშირის ოფისთან დაპირისპირებაზე
„მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებელი" არ მონაწილეობს ამ დაპირისპირებაში და ჩვენი განსხვავებული ხელწერა აქ არის - ჩვენ შეგვიძლია შევარიგოთ ეს ხალხი, - ასე შეაფასა „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დაპირისპირებაში მათი პოლიტიკური პარტია არ მონაწილეობს.