loader

ტრაგედია ქუთაისში - ავარიას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ქუთაისში - ავარიას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, ჭომის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის დროს ერთ-ერთ ავტომობილში ცოლ-ქმარი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

ავარიის შედეგად ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი სახის ძვლების მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს. მას ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.