ვერა ქობალია: ეს ინფორმაცია გიორგი კარბელაშვილს გაამხიარულებს
ვერა ქობალია გიორგი კარბელაშვილისთვის ახალი სამინისტროს შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს .
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია გიორგი კარბელაშვილისთვის ახალი სამინისტროს შექმნის შესახებ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს .
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ინფორმაცია თავად გიორგი კარბელაშვილსაც გაამხიარულებდა.
"ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გიორგი კარბელაშვილს, რომელიც აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ ბოლომდე ჯერ ისევ არ გამოჯანმრთელებულა, ეს ინფორმაცია საკმაოდ გაახალისებდა",- აღნიშნა ვერა ქობალიამ.
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გუშინ განხორციელებული საკადრო ცვლილებები გიორგი კარბელაშვილს უკავშირდება და იქმნება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრო, რომელსაც გიორგი კარბელაშვილი უხელმძღვანელებს.