“ნიკა მელიას ირაკლი კობახიძე სულ თმებით რომ ეთრია, ეს მილიონჯერ ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ის, რაც ევროკავშირს „ქართულმა ოცნებამ“ გაუკეთა“ - რომან გოცირიძე
“ნიკა მელიას ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისის წინ სულ თმებით რომ ეთრია, ეს იქნებოდა მილიონჯერ ნაკლები ინციდენტი, ვიდრე ის, რაც ევროკავშირს „ქართულმა ოცნებამ“ გაუკეთა,“ - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“, მელია-კობახიძეს შორის დაპირისპირებაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებები.
გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს გაუტკბათ ძალაუფლება, თანამდებობები, დაუსჯელობა და ახლა უკვე ტოტალური მოსმენებით არიან დაკავებული.