“27 სექტემბერი შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ერთიანობა ჩვენს ქვეყანაში“ - ირაკლი კობახიძე
“დღეს 27 სექტემბერია, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, როდესაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა.