loader

მიხეილ სააკაშვილი ახალ მიმართვას ავრცელებს - "3 ოქტომბერს მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ, მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი ახალ მიმართვას ავრცელებს - "3 ოქტომბერს მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ, მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას"

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას. ამიტომ ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში, მე უკან არ ვიხევ და იმედია არც თქვენ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.