"იცოდეთ, რომ ძალიან გამაბრაზეთ და ამას ასე არ დავტოვებ" - მუსიკოსი მანანა მენაბდე ზურაბ ჯაფარიძეს
ქართველი მუსიკოსი მანანა მენაბდე სოციალურ ქსელში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წინასაარჩევნო რეკლამას აქვეყნებს და წერს, რომ პარტიამ მისი სიმღერა მიითვისა...
წინასაარჩევნო კლიპში ვხედავთ, ტყეში შთაგონებული სახით მოსეირნე ზურაბ ჯაფარიძეს. ვიდეორგოლს ფონად მანანა მენაბდის "საპოვნელა“ ახლავს და მამაკაცის ხმა ამორჩეველს ურჩევს თუ რომელი ნომერი უნდა შემოხაზონ.
"ამ წამს დავდე "გირჩის" საარჩევნო რეკლამა. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! დაუკითხავად ვინ მოგცათ უფლება, რომ აიღეთ ჩემი ნამღერი?! თუ სულ თავს გახვედით?! ჯერ ერთი მე ვარ გერმანიის მოქალაქე და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს. კიდევაც რომ მქონდეს, რა უფლებით იღებთ ჩემს ნამღერს და ადებთ თქვენს კლიპს?! იცოდეთ, რომ ძალიან გამაბრაზეთ და ამას ასე არ დავტოვებ! ე.ი. უნდა იფიქრონ, რომ მე თქვენ გაძლევთ ხმას! ესაა ტყუილი და ამისთვის პასუხი უნდა აგოთ! ყველანაირი სინდისი და სირცხვილი დაკარგეთ? თუ გაგიგიათ სიტყვა - ღირსება?" - წერს მანანა მენაბდე.