“ძნელია, როცა ხედავ ავადმყოფი იხრჩობა ან გიკვდება... გაგვიფრთხილდით, თორემ მძიმე ტვირთი იქნება თქვენთვის“ - მარინა ენდელაძე საზოგადოებას მიმართავს
კორონავირუსის დაანონსებული მე-5 ტალღა, სეზონური გრიპები და ამ ფონზე ვაქცინაციის ტემპები იკლებს.
საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს ვირუსი არ გადაუტანია და არ აქვს გაკეთებული აცრაც - ეს სტატისტიკა კი ექიმებს განგაშის საფუძველს აძლევს.
მედიკოსების განცხადებით, დაბალმა საზოგადოებრივმა იმუნიტეტმა შესაძლოა კორონავირუსის მორიგი ტალღა დააჩქაროს.
ვიდეო: “რუსთავი 2“