“ბოლო ერთი კვირაა შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიკვეთა, შესაძლებელია ეს იყოს „მეხუთე ტალღის“ დასაწყისი“ - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში შეზღუდვები მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში უნდა დაწესდეს.
როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეზღუდვები საზოგადოებისთვისაც მიუღებელი იქნება.