საზამთროს ზომის ზურმუხტი აუქციონზე იყიდება
მსოფლიოში ყველაზე დიდი ზურმუხტი კანადაში Western Star-ის აუქციონზე იყიდება. საზამთროს ზომის ძვირფასი ქვა 57 000 კარატიანია, ის 11,5 კილოგრამს იწონის.
გიგანტური ზურმუხტი ბრაზილიაში მოიპოვეს და თეოდორა, ანუ ”ღვთის საჩუქარი” უწოდეს. ქვის მოპოვების ადგილი მკაცრად არის გასაიდუმლოებული, თუმცა ცნობილია, რომ ქვა მთელს მსოფლიოში მოგზაურობს.
თავდაპირველად ზურმუხტი ინდოეთში შეიძინეს, შემდეგ კი კანადაში ჩაიტანეს. მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა, რეგან რინიმ ”თეოდორა” ინდოელი ვაჭრისგან ახლახან შეიძინა. მსოფლიოს უდიდესი ზურმუხტის ყიდვა მას, როგორც მომგებიანი ინვესტიცია, ექსპერტებმა ურჩიეს.
ლოტის საწყისი ღირებულება 1,15 მლნ დოლარია. მფლობელი და აუქციონის ორგანიზატორები მის 2-2,5 მლნ დოლარად გაყიდვას ვარაუდობენ. ვაჭრობა 28 იანვარს არის დაგეგმილი.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე