რუსთავის ციხეში 2 ადამიანი გარდაიცვალა
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილია ორი პატიმარი.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.