“ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება“ - სალომე ზურაბიშვილი
“ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება, ჯარის შემართებაც ვეტერანების დაფასებაზე დგას,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ვეტერანების ღვაწლზე ისაუბრა და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.