loader

ვინ არის ქალი, რომელიც გუშინ საბურთალოზე მოკლეს? - "3 წლის ბავშვი ჰყოლია..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქალი, რომელიც გუშინ საბურთალოზე მოკლეს? - "3 წლის ბავშვი ჰყოლია..."

თბილისში, საბურთალოზე, გაზაფხულის N23-ში, გუშინ, გვიან ღამით, 30 წლამდე ქალი სახლში მოკლეს. მოკლულის მეზობლები ამბობენ, რომ დაახლოებით ღამის პირველ საათზე 5-ჯერ მიჯრით გასროლის ხმა გაიგონეს. მათივე თქმით, სროლამდე ხმაურისა და ყვირილის ხმა ესმოდათ.

"ამბობენ, რუსი იყოო. გუშინ, გვიან იყვნენ [სამართალდამცველები]. პოლიციას არ გამოვუკითხივართ. შვილთან ერთად ცხოვრობდა, 3 წლის ბავშვი ჰყოლია. ძიძასთან არისო, გამყიდველმა მითხრა. ახლა გავედი. გუშინ შემეშინდა, ეს ხმა რომ გავიგე", - ამბობს ადგილობრივი "მთავარ არხთან" საუბრისას.