“ვემზადებით მეორე ტურისთვის, უნდა გამოვრიცხოთ რისკი, რომ ოპონენტმა ერთ მუნიციპალიტეტში მაინც რაიმე წარმატებას მიაღწიოს, რადგან ეს იქნება რევოლუციური შტაბი“ - მამუკა მდინარაძე
უნდა გამოვრიცხოთ რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც ჩვენმა ოპონენტმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს, რადგან ეს იქნება რევოლუციური შტაბი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სხდომაზე ისაუბრეს საარჩევნო საკითხებზე და მათ შორის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დეპუტატების უფრო მეტ ჩართულობაზე.