"მისტერ და მისის კოდუები" - ალექსანდრა პაიჭაძემ საზოგადოებას საყვარელი მამაკაცი წარუდგინა
მოდელმა და ტელეწამყვანმა, ალექსანდრა პაიჭაძემ საყვარელი ადამიანი საზოგადოებას და გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით წარუდგინა. მასზე ასაკით უფროსი ადამიანი, რომლის შესახებაც Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ჯერ კიდევ ორი თვის წინ საუბრობდა, ბიზნესმენი დავით კოდუაა.
"მისტერ და მისის კოდუები", - წერს ალექსანდრა "ფეისბუქში" და დავით კოდუასთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს.
სკანდალური "ლავსთორის" შესახებ თბილისში დიდი ხანია საუბრობდნენ, თუმცა მედიაში არასოდეს დაწერილა პაიჭაძის საყვარელი მამაკაცის ვინაობის შესახებ.
პირველად ალექსანდრამ Ambebi.ge-სთან დაადასტურა, რომ მისი შეყვარებული ასაკით უფროსი და საზოგადოებისთვის ცნობილი მამაკაცი იყო, თუმცა ვინაობა არც ჩვენთვის გაუმხელია.
ჭორებს იმის შესახებ, რომ ცნობილ მამაკაცს ოჯახი დაუნგრია, ალექსანდრა პაიჭაძემ ასე უპასუხა:
"ოჯახები თვითონ ინგრევა, მე არასოდეს მიზეზი არ ვყოფილვარ. უბრალოდ ასეთ გიჟურ პერიოდში გადავეყარეთ ერთმანეთს და უფრო ნათელი გახდა, ვის რა სურს ცხოვრებაში... უგონოდ შეყვარებული ვარ და ვუფრთხილდები ჩემ ძვირფას ადამიანს. საერთოდ ასეა ცხოვრებაში, მესამე და გარემო ფაქტორები არაფერ შუაშია. როდესაც ადამიანები აცნობიერებენ რომ ერთად ყოფნა აღარ უნდათ, იქ არაფერ შუაში არ არის მესამე ადამიანი. მე ასე ვთვლი, ჩემს ურთიერთობას რომ ბზარი გაუჩნდება, ეს მხოლოდ ჩემი და ჩემი მეორე ნახევრის ბრალი იქნება. ძლიერი ქალი ამით გამოირჩევა სუსტისგან."
მოდელმა მალე ისიც განაცხადა, რომ შეყვარებულისგან ბავშვს ელოდებოდა და სქესი ტელევიზიით გაამხილა. წყვილს შვილი ნოემბრის დასაწყისში ეყოლება.