“დიახ, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება - რა თქმა უნდა, გვაქვს დაგვიანებული ნაბიჯები“ - დავით სერგეენკო
“რა თქმა უნდა, გვაქვს დაგვიანებული ნაბიჯები. დიახ, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც იმუნიზაციის პროცესი შეაფასა.
მისივე განმარტებით, დღეს გვაქვს მდგომარეობა, როცა აზრი აღარ აქვს ტალღების თვლას, რადგან სახეზეა მონაცემების გაუარესების ტენდენცია.