შოკისმომგვრელი კადრები ლისის ფერდობიდან - "ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ ქვეყანას?!"
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ლისის ფერდობიდან ვიდეოს აქვეყნებს და იქ არსებულ სახიფათო ვითარებაზე წერს.
"მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ ქვეყანას?! ტოგო ვუდავას ქუჩა 15. სად არიან მერობის კანდიდატები, გასცენ ამ ხალხს პასუხი! 112-თან არის! არ იყიდოთ აქ სახლი, საშიშია!!" - წერს გოდოლაძე.
როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, ლისის ფერდზე მიწის მცირე ნაწილი დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩამოიშალა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ერთი კვირაა, რაც მშენებლობა გააჩერა. ხვალ კი ადგილზე კონსტრუქტორი მივა და გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.