"თავისი პარტიის პოზიციონირება ისე უნდა მოახდინოს, როგორც ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ სომხური ვერსია" - ვინ არის სომეხი ბიზნესმენი, რომელმაც სომხეთის პოლიტიკა შესაძლოა „ქართული ვექტორით“ განავითაროს
სომხეთის პოლიტიკურ ლანდშაფტს ცვლილებებს უწინასწარმეტყველებენ, მიზეზი კი მეწარმე და მეცენატმა რუბენ ვარდანიანმა მისცა, რომელიც მზაობას აცხადებს, რომ რესპუბლიკას განვითარებაში დაეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი რომელიმე კონკრეტული პარტიის მიმართ მიკერძოებულობას უარყოფს და უარს ამბობს მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე, მისი ბოლოდროინდელი განცხადებების სიხშირე მის ამბიციურობაზე მეტყველებს. ექსპერტულ სფეროში ვარაუდობენ - ვარდანიანის ფიგურის გამოჩენა მოწმობს, რომ სომხეთის პოლიტიკა შესაძლოა „ქართული ვექტორით“ განვითარდეს.