"ჯიგარი ხარ ირაკლი" - აქციის დასრულების შემდეგ პრემიერი მეუღლესთან ერთად ხალხში გავიდა
თბილისში დღეს "ქართული ოცნების" მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. პარტიის შემაჯამებელი აქცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, 17:00 საათზე დაიწყო. აქციას მოქალაქეები შეუერთდნენ სხვადასხვა რეგიონიდან.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.
მათ მოქალაქეებს 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდეს.
შეკრების დასრულების შემდეგ პრემიერი მეუღლესთან ერთად, ხალხში გავიდა და მათთან "სელფები" გადაიღო.