loader

ამ წუთებში პროკურატურაში საგანგებო განცხადება კეთდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში პროკურატურაში საგანგებო განცხადება კეთდება

საქართველოს პროკურატურა რამდენიმე ქვეყნაში, მათ შორის საქართველოში ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული სპეციალური ოპერაციის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რამდენიმე ქვეყნაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის თაობაზე და საზოგადობას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობით ჩაატარა ფართომასშტაბიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც განხორციელდა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება.