“30 ოქტომბრის შემდეგ, სააკაშვილი საერთოდ აღარ უნდა იყოს აქტუალური თემა ქართულ პოლიტიკაში, ის არის პატიმარი და ამას ყველა შეეგუება“ - ირაკლი კობახიძე
30 ოქტომბრის შემდეგ, სააკაშვილი საერთოდ აღარ უნდა იყოს აქტუალური თემა ქართულ პოლიტიკაში. ის არის პატიმარი და ამას ყველა შეეგუება, მას მოუწევს მინიმუმ 6 წელი სასჯელის მოხდა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავად გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.