"იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას" - ნიკა გვარამია Ipsos Global-ზე
გამაოგნებელია ფაქტი, რომ "მთავარი" Ipsos Global-ის პოზიციას პირველად ისმენს "ქართული ოცნების" მიერ გამართულ ბრიფინგზე, იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება კვლევასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ინფორმაციას, რომლის მიხედვით, IPSOS-ის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს და კვლევა მანიპულირებულია.
ვიდეო: “მთავარი არხი“