როდის ამოქმედდება საქართველოში "მწვანე პასპორტი" და სად იქნება მისი გამოყენება საჭირო?
საკოორდინაციო საბჭო განიხილავს კოვიდპასპორტის საკითხს და დაზუსტდება ვადები, როდის შემოვა ძალაში კოვიდპასპორტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, სამინისტროში კლინიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის კუთხით მნიშვნელოვანია აქტიური საგანმანათლებლო და საკონსულტაციო კამპანიის გაგრძელება და „მწვანე საშვის“ მექანიზმის გაფართოება.
„ჯერჯერობით „მწვანე საშვის“ მექანიზმი გამოყენებული იყო ერთეულ შემთხვევებში დიდი კონფერენციებისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უფრო ფართო ხასიათი, როგორც ეს არის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენს სამეზობლოსა და ევროპის ქვეყნებში.
ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. „მწვანე საშვის“ მექანიზმს ახლავს მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, თავისი ტექნიკური აღსრულების ნაწილი, რაზეც უკვე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს ხანებში უკვე ყველანაირად მზად იქნება. ახლა მთავარია, რომ პირი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ეპიდემიურად სარისკო ღონისძიებებში, იყოს ეპიდემიურად უსაფრთხო - ეს არის ვაქცინაციის არჩევანი, ტესტირების საკითხი.
არსებული მოდელით კოვიდპასპორტი გამოიყენება იქ, სადაც საქმე ეხება გართობის ღონისძიებებს, ასევე, სარესტორნო ბიზნესში, სასტუმროების უსაფრთხოება, მაგრამ კოვიდპასპორტი ბევრ ქვეყანაში არ გამოიყენება ბაზისური საჭიროებების შემთხვევაში, მაგალითად - სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში“, - განაცხადა გაბუნიამ.