loader

"დამეხმარეთ, ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ... როგორმე უნდა შევძლოთ მისი უკრაინაში გადმოყვანა" - გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დამეხმარეთ, ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ... როგორმე უნდა შევძლოთ მისი უკრაინაში გადმოყვანა" - გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს.

"მინდა მივმართო ბატონ ზელენსკის, რომელიც არაერთხელ და ადრეც დაგვხმარებია, მაგრამ ახლა ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მისი მხარდაჭერა და დახმარება. როგორმე უნდა შევძლოთ მისი გადმოყვანა უკრაინაში, რათა შესაბამისი მკურნალობა შეძლოს და როგორმე გადარჩეს.

35-ე დღეა, რაც შიმშილობს, წარმოგიდგენიათ? ნებისმიერ დროს შეიძლება რამე მოხდეს, მაგრამ ეს არავის ადარდებს. ერთადერთი, რასაც მას სთავაზობენ – ციხის კლინიკაა, სადაც არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, სადაც არ არის პირობები ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის.

თქვენი დახმარების იმედი მაქვს. ყველას იმედი მაქვს – უკრაინის ხალხის, დეპუტატების. მივმართავ უკრაინის ხელისუფლებას და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის“– ამბობს გიული ალასანია ვიდეომიმართვაში.