"რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, მინდა ვთქვა, რომ..." - ირაკლი ღარიბაშვილი
პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განმარტებას იუსტიციის მინისტრი გააკეთებს.
"ჩვენ გავეცანით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. იუსტიციის მინისტრი გააკეთებს ამ თემაზე ბრიფინგს უახლოეს რამდენიმე საათში და ვრცლად განმარტავს. მე არ მსურს, ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.