სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის ციხესთან მივიდა
სახალხო დამცველი აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს თხოვნით, რომ ამ საქმეში ჩართოს მესამე მხარედ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისულმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გლდანის ციხეში შესვლამდე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლო მის თხოვნას დააკმაყოფილებს.